ზაზა ფაჩულია: "გულწრფელად ვდარდობ ლეონარდზე. მე არ ვარ ბინძური მოთამაშე"

16 May 2017

ზაზა ფაჩულიას და კავაი ლეონარდის ინციდენტის შემდეგ, "სპერსის" მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა, გააკეთა განცხადება, რომელშიც ფაჩულიას ბინძური თამაშის მონაწილე უწოდა.

 

ამ განცხადებას გამოეხმაურა "უორიორზის" ცენტრი ზაზა ფაჩულია: " მე დიდ პატივს ვცემ მწვრთნელ პოპოვიჩს და სრულიად "სპერს". არ მაღელვებს ეს კრიტიკა, ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა. ვთვლი, რომ ყველაფერი სწორედ გავაკეთე. არც კი გამიგია როგორ დაეცა ლეონარდი ჩემ ფეხზე სანამ არ მოვტრიალდი, ამ დროს ის კი უკვე პარკეტზე იწვა. გულწრფელად განვიცდი, ძალიან მინდა, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ.... პატივს ვცემ კავაის, ის ერთ-ერთი საუკეთესოა და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ".

ინციდენტის ვიდეო

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree