ზაზა ფაჩულიამ "ჰიუსტონთან" შეხვედრა გამოტოვა ტრავმის გამო

24 January 2016

"დალასის" ცენტრმა - ზაზა ფაჩულიამ, ვერ შეძლო რეგულარულ მატჩში "ჰიუსტონის" წინააღმდეგ მონაწილეობის მიღება ფეხის ტრავმის გამო. ტრავმა სერიოზული არ არის და მისი დაბრუნება ახლო მომავალშია მოსალოდნელი.

მიმდინარე სეზონის 43 მატჩში ფაჩულია საშუალოდ აგროვებს 10,4 ქულას, 10,9 მოხსნას და ატარებს მოედანზე 29,2 წუთს.

ზაზა ფაჩულიას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში თამაშობს ტუნისელი სალახ მეჟრი.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree